პალატაში ლეპტოპი შეიტანეს - სააკაშვილს სასამართლოზე სავარაუდოდ დისტანციურად ჩართავენ
დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართავენ - მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ ამის წინაპირობა "ვივა-მედში" უკვე შეიმჩნევა.
"პირველების" ინფორმაციით, სააკაშვილის პალატაში ლეპტოპი უკვე შეიტანეს.
მგონი, გაშვებაზე ლაპარაკიც კი არ არის, საერთოდ წარმოუდგენელია ეს ამბავი. მგონი შესაძლებელი იქნება, რომ დისტანციურად ჩართონ"- თქვა ალასანიამ.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ამასთან, ცნობილია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების პოზიციაც. შალვა ხაჭაპურიძემ გუშინ თქვა, რომ პროცესის კლინიკაში გამართვის შემთხვევაში, სააკაშვილთან კამერები უნდა დაუშვან.
ისტორიული პროცესი 13 საათზეა ჩანიშნული.