მომავალი სახალხო დამცველი უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გაბედული - დეგნანი
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განაცხადებით, მომავალი სახალხო დამცველი უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და უნდა ჰქონდეს გამბედაობა
ელჩი ასევე ამბობს, რომ ომბუდცმენის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და ჩატარდეს გამჭვირვალედ.
„სახალხო დამცველის თანამდებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა. სახალხო დამცველის ოფისი არის ის არის ერთ-ერთი იმ მცირე უწყებებს შორის, რომლებიც, კონსტიტუციის თანახმად, ვალდებულები არიან დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებები. შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, ის უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გაბედული და უნდა იყოს მზად, აიღოს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით“, - აღნიშნა ელჩმა.