პრეზიდენტის მკვლელებს არ ელოდებიან ევროკავშირში - ხაბეიშვილი სააკაშვილის პროცესზე მივიდა
ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის პროცესზე მივიდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ ელოდებიან და თუ სასამართლო სამართლებრივ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიკეტება.
"საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ პრეზიდენტის მკვლელებს არ ელოდებიან ევროკავშირში. იქ ელოდებიან ცივილიზებულ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტებს ციხეში არ კლავენ.
თუ სასამართლო მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას და არ იქნება ეს პოლიტიკური მოტივებით მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილს გაუშვებენ მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ". - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.