მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაიდო

09.12.22 13:18
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. 

სხდომა ოთხშაბათს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მანამდე სააკაშვილის ადვოკატები მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვას ითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების საშუალება დღესაც არ მისცეს. "ვივა მედმა" პრეზიდენტის ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა.

 

მსგავსი სიახლეები