პროცესს წელავენ, არ უნდათ, საზოგადოებამ ნახოს, რეალურად რა მდგომარეობაშია სააკაშვილი - ვაშაძე

09.12.22 13:39
პროცესს წელავენ, არ უნდათ, საზოგადოებამ ნახოს, რეალურად რა მდგომარეობაშია სააკაშვილი - ვაშაძე

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადადიდო - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პროცესის გაწელვის შესახებ საუბრობს.

ოპოზიციონერი ლიდერი ასევე ამბობს, რომ ხელისუფლებას არ უნდა მიხეილ სააკაშვილი ანახოს საზოგადოებას, რადგან მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი რეალურად მძიმედ გამოიყურება. 

სასამართლოს გადადება ცალსახად მიუთითებს, რომ პროცესის გაწლევას აქვს ადგილი. არ მგონია, რომ ამდენი სამსჯელო იყოს. ისინი წელავენ პროცეს, იმიტომ, რომ რაც შეიძლება გვიან აჩვენონ სააკაშვილი საზოგადოებას, ამიტომ, მეც კი არ შემიშვეს მასთან სანახავად
ფიზიკურად არმოყვანის და არჩართვის მიზეზი არის ის, რომ საზოგადოების ფართო სპექტრმა არ ნახოს, რეალურად რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი“. - ამბობს გიორგი ვაშაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.  

მსგავსი სიახლეები