ვაშლიჯვრის ფერდზე არსებული მდგომარეობა - კალაძის განცხადება

28.04.21 17:01
ვაშლიჯვრის ფერდზე არსებული მდგომარეობა - კალაძის განცხადება

რა ვითარებაა ვაშლიჯვრის ფერდზე - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფერდზე ჩატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტურია და ეს  თავად გერმანელმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ფერდზე დამონტაჟებული მონიტორინგის თანამედროვე სისტემა პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს.

მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო და ეს დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პრობლემის მოწესრიგებაში"- განაცხადა კალაძემ. 

მისი თქმით, ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი. 

დედაქალაქის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

მას შემდეგ, რაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება და სრული სტაბილურობა მიიღწევა, რა თქმა უნდა, მოძრაობა ორმხრივად მაშინვე იქნება აღდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები