რა რეაქცია ჰქონდა სააკაშვილს პროცესის გადადებაზე

09.12.22 14:39
რა რეაქცია ჰქონდა სააკაშვილს პროცესის გადადებაზე

მიხეილ სააკაშვილი მზად არის, სასამართლო  პროცესს დისტანციურად დასწროს  თუმცა ერთი პირობა აქვს - მესამე პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა აცხადებს, რომ სააკაშვილი პალატაში კამერების შეშვებას ითხოვს. 

კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა მას სასამართლო პროცესის 5 დღით გადადებაზე, ენმ-ს ლიდერმა, ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ  ექსპრეზიდენტს რეაქციისთვის ძალა არ ჰყოფნის.

მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ პროცესს დაესწროს. მისი სურვილია ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენ გამოტანილი ინფორმაციის სისწორეში, ფიქრობენ, რომ ვაზვიადებთ, ნახოს რა მდგომარეობაშია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულად აღვწერთ მის მდგომარეობას. პირიქით, ვზოგავთ და არ აღვწერთ იმ სიმძიმეს, რაც ჩვენ პალატაში გვხვდება. რა თქმა უნდა, ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მაგრამ არსებობს დამხმარე შესაძლებლობები.

თუ ეს ტექნიკურად ვერ მოხერხდება, თანახმაა, პალატაში ჩატარდეს პროცესი. მას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს, ოღონდ ეს კამერებისთვის დახურული პროცესი არ იყოს. მან ახლა გაიგო, რომ სასამართლო გადაიდო. არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ამ ადამიანს არ ჰყოფნის ძალა იმისთვის, რომ ყველა წვრილმანზე რეაქცია ჰქონდეს", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები