მოსამართლე არ არის ყვავილი, რომელიც კრიტიკის გამო დაჭკნება - გიორგი ბურჯანაძე

09.12.22 16:00
მოსამართლე არ არის ყვავილი, რომელიც კრიტიკის გამო დაჭკნება - გიორგი ბურჯანაძე

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მსურველების მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს სახალხო დამცველის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს, უსმენენ, რომელ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობისთვის იბრძვის.

 დღეს გიორგი ბურჯანაძესთან გასაუბრების პროცესში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ყველაზე მეტი კითხვა მედიისა და მოსამართლეების ურთიერთობაზე დაუსვეს.

გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, ჟურნალისტებს აქვთ უფლება, ნებისმიერი კითხვა დასვან.

ჟურნალისტებს აქვთ უფლება, დაგვისვან ნებისმიერი კითხვა. ჩვენ ვერასდროს გავხდებით ჟურნალისტების ფილტრი და ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ქვეყნის არსებობისგან.

ჟურნალისტებს რაც უნდათ, ისეთი კითხვა უნდა დაგვისვან, ხოლო კარგი მოსამართლე, რა თქმა უნდა, წინასწარ საქმის შედეგზე არ ისაუბრებს.

არ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები ურღვევენ უფლებას მოსამართლეებს. ჩვენ არ ვართ რაღაცნაირი ყვავილები, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკის გამო დაჭკნენ. კრიტიკა ჩვენ უნდა ავიტანოთ. ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია. - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

გიორგი ბურჯანაძე დღეს სააკაშვილის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ გლდანის ციხეში გადაყვანით მოშიმშილე პრეზიდენტის უფლებები დაირღვა. 

 

მსგავსი სიახლეები