“არ მჯერა, რომ ერთი ბინა არ გამოინახა ჩემთვის...“ - ეკა კვალიაშვილი კახა კალაძეს მიმართავს
მომღერალი ეკა კვალიაშვილი დედაქალაქის მერს მიმართავს - "არ მჯერა, რომ არ იცი ჩემი უსახლკარობის შესახებ" - დაწერა ცოტა ხნის წინ კვალიაშვილმა.
არ მჯერა, რომ არც ერთი პოსტი, სადაც მონიშნული ყავხარ უამრავ ადამიანს არ გინახავს, არ მჯერა, რომ ერთი ბინა არ გამოინახა ჩემთვის, უამრავს აშენებთ, არ მჯერა, რომ ჩემმა ქვეყანამ, ამ უყურადღებობის გამო ისე მომაბეზრა თავი, სხვაგან გავრბივარ!!! ძალიან შევწუხდი, ძალიან დავიღალე, ადამიანი, რომელსაც ,სიმღერის, სითბოს, სიყვარულის, სინათლის,სიკეთის მეტი არაფერი მინდა მივანიჭო ჩემს ქვეყანას, ანუ, მე დამიკიდეთ, ანუ, ვერ გავხდი ღირსი, რომ ყურადღება და სითბო მივიღო... კარგი, იყოს ნება თქვენი, მაგრამ, რასაცა გასცემ შენიაო ნათქვამია, კარმა, მუშაობს! მადლობა კახი "ყურადღებისთვის"- წერს კვალიაშვილი.