სააკაშვილს ან სწირავენ სიკვდილისთვის, ან სიცოცხლე გადარჩება - ნიკა მელია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პროცესის მიდმინარეობისას უკვე ცნობილი გახდება.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სწრაფად უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი და სწრაფად უნდა იცოდეს საზოგადოებამ სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას აპირებენ, თუ გაუშვებენ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
„კულმინაციურ ეტაპზე შევედით. ვიმედოვნებ, რომ პროცესში განაჩენი უკვე გვეცოდინება - ან უარყოფითი, ან ადეკვატური. ან წირავენ სიკვდილისთვის, ან სიცოცხლე გადარჩება. ამის შემდეგ კი საზოგადოების მხრიდანაც რეაქცია იქნება ადეკვატური. ოთხშაბათს დღეს, ალბათ, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილის ხილვის და ვფიქრობრომ ოთხშაბათ დღეს მიიღება გადაწყვეტილება და შემდეგი პროცესი ჩაინიშნება ხუთშაბათ დღეს, შემდეგ პარასკევს. ანუ, სწრაფად უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. სწრაფად უნდა იცოდეს საზოგადოებამ ადამიანისთის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას აპირებენ, თუ ადეკვატური გადაწყვეტილება გამოვა“, -ამბობს ნიკა მელია.