ამნისტიის კანონპროექტი - ოპოზიციამ ალტერნატიული ვარიანტი დაარეგისტრირა

28.04.21 17:09
ამნისტიის კანონპროექტი - ოპოზიციამ ალტერნატიული ვარიანტი დაარეგისტრირა

შალვა შავგულიძე ამ წუთებში პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტს არეგისტრირებს. ოპოზიცია საერთო ვარიანტზე შეჯერდა.

ჩამოვყალიბდით კანონპროექტის ჩვენეული ვარიანტის საბოლოო ტექსტზე და ეხლა მივდივართ პარალამენტში, რათა მოვახდინოთ ამ ვარანტის დარეგისტრირება, - თქვა შავგულიძემ

ოპოზიციის ლიდერები  ამბობენ, რომ დოკუმენტში ე.წ. ჩამკეტები იარსებებს, რაც გულისხმობს, რომ ამნისტია არ შეეხება მძიმე მუხლებს და არ გავრცელდება ე.წ. ჯალათებზე. ასევე დოკუმენტში ჩადებული იქნება, რომ ამნისტია მოხდება მხოლოდ  დაზარალებულთა თანხმობით. 

შევიტანთ ისეთ კანონროექტს, რომელიც გულისხმობს ისეთ ჩამკეტებს, როგორიც არის  დაზარალებულთა თანხმობა, ასევე გავრცელდება კონკრეტულ მუხლებზე, გამორიცხავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, დამნაშავეები იყვნენ ჩვენი თანამოქალაქეებისა და მომიტინგეებისათვის  ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებაში, ან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და გასცეს უკანონო ბრძანება, მათზე არც ერთ შემთხვევაში არ გავრცელდება  ამნისტიის კანონი, - ამბობს "ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.  

ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტის საერთო ვარიანტზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში გამართული რამდენიმე საათიანი  კონსულტაციის შემდეგ შეჯერდა. 

მსგავსი სიახლეები