არის თუ არა რუსეთი მტერი? - კობახიძემ პასუხს დღეს გაქცევა ამჯობინა (ვიდეო)

09.12.22 17:05
არის თუ არა რუსეთი მტერი? - კობახიძემ პასუხს დღეს გაქცევა ამჯობინა (ვიდეო)

სკანდალური განცხადებიდან  მეორე დღეს ირაკლი კობახიძე კითხვებს გაურბის. ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარისგან დღეს ყველას ერთი რამ აინტერესებდა -  მოიფიქრა თუ არა კითხვაზე პასუხი - არის თუ არა რუსეთი მტერი?!

კობახიძე გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს არაფერს ამბობს. დიდი უხერხულობაა მთელ მმართველ პარტიაშიც. ,,ქართული ოცნების" წევრები  ახლა ორი არჩევანის წინაშე დგანან: ან დაეთანმონ საკუთარ ლიდერს, ან მისი სიტყვები უარჰყონ.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ,,ქართული ოცნება" რუსული საქმის კეთებაში ამხილა, კობახიძის გუნდში ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები