ხოშტარია კობახიძეს: შენ ხარ მოღალატე და წარმოადგენ რუსეთს
,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, ,,ქართული ოცნების" თამჯდომარეს მოუწოდებს, წავიდეს რუსეთში, სადაც "მისი ცხოვრება უფრო კომფორტული იქნება".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ როცა ხელისუფლება ვერ ცემს პასუხს მთავარ კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერი, მაშინ ეს იმის დასტურია, რომ "გვყავს მოღალატე მთავრობა".
განცხადება იყო კიდევ ერთი ნათელი, დამარცვლული დადასტურება იმისა, რომ ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა. ყველაზე მთავარზე რომ ვერაფერს ამბობ, რა არის ქართული სახელმწიფოს პრობლემა უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ამ სახელმწიფოს არ წარმოადგენ, ხარ მოღალატე და წარმოადგენ რუსეთს.
ეს ხელისუფლება, შესაბამისად, უნდა წავიდეს რუსეთში, სადაც მისთვის კომფორტული იქნება ცხოვრება. - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, არ პასუხობს კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი.