მდინარაძე, რომელმაც უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცს აგინა, მედიასთან არ ჩნდება

09.12.22 17:24
მდინარაძე, რომელმაც უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცს აგინა, მედიასთან არ ჩნდება

მამუკა მდინარაძე, რომელმაც უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცს აგინა, კომენტარს არ აკეთებს. "ოცნების" ლიდერს მომხდარის შესახებ ტელეკამერების წინ დღეს არც ერთი სიტყვა უთქვამს. 

საჯარო მოხელე, რომელსაც წესით, თმენის ვალდებულებაც აქვს, წყობიდან გუშინ გამოვიდა.  

მოპოვებულია მტკიცებულებებიც, საიდანაც ირკვევა, რომ უმრავლესობის ლიდერმა ჯარისკაცისთვის ახსნა-განმარტების გაკეთებას მისი უხამსი სიტყვებით ლანძღვა არჩია.

უკრაინაში მებრძოლ სამხედროს აინტერესებს, რატომ იმუქრებოდა მდინარაძე, რომ მეომრებს მოქალაქეობას ჩამოართმევდა. 

მსგავსი სიახლეები