,,ქართულ ოცნებას" უნდა რუსეთის გამარჯვება - რომან გოცირიძე

09.12.22 17:39
,,ქართულ ოცნებას" უნდა რუსეთის გამარჯვება - რომან გოცირიძე

პირდაპირ რუსეთის მხარეს დადგნენ - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, რომან გოცირიძე, საქართველოს ხელისუფლებას ბრალს უყენებს და აღნიშნავს, რომ ,,ქართულ ოცნებას" უკრაინის ომში რუსეთის გამარჯვება სურს.

უკრაინის ომმა ყველაფერი გააშიშვლა. ვიცით, ვინ არიან, ნიღაბი ჩამოხადა ,,ქართულ ოცნებას", მაგრამ წარმოუდგენელი იყო, რომ აქამდე მივიდოდა საქმე. პირდაპირ რუსეთის მხარეზე დადგნენ. 

ამ ხელისუფლებას უნდა რუსეთის გამარჯვება, ვინაიდან რუსეთის დამარცხება ნიშნავს ,,ქართული ოცნების" დამარცხებას. - განაცხადა რომან გოცირიძემ.

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი. 

მსგავსი სიახლეები