ჩეჩენი ბლოგერი აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება - იჩქერიის მთავრობა
ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი, თუმსო აბდურახმანოვი, ცოცხალია და შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშ იმყოფება - ინფორმაციას იჩქერიის არაღიარებული მთავრობის წარმომადგენელი ადასტურებს.
ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა, იჩქერიის მთავრობა ფლობს, თუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა აბდულ ორთახანოვმა.
შვედეთის პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვის რეჟიმის მოწინააღმდეგე ბლოგერი, თუმსო აბდურახმანოვი, დეკემბრის დასაწყისში შვედეთში მოკლეს.