ქვეყნის ღალატი და დიდი სიბინძურე - გიორგი ხოჯევანიშვილი კობახიძის პოზიციაზე
პარტია ,,საქართველოსთვის" წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს საქართველოს მტრად მიიჩნევს.
"ქვეყნის ღალატი და დიდი სიბინძურე"- ასე აფასებენ გახარიას გუნდში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოზიციას, რომელიც ორი დღეა, არ პასუხობს კითხვას - არის თუ არა რუსეთი მტერი?
მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსი ოკუპანტების მიერ, როცა სახელმწიფოში მარალი პოლიტიკური თანამდებობის პირი ვერ ცემს პასუხს, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი, ეს არის ქვეყნის ღალატი, დიდი სიბინძურე, რომელსაც ქართველ ხალხს სთავაზობს ამის მთქმელი ადამიანი" - ამბობს ტარტია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ხოჯევანიშვილი.
ირაკლი კობახიძე გაურბის პასუხს კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი.