სააკაშვილის მოთხოვნა ცნობილია - მესამე პრეზიდენტი სასამართლოზე დასწრებას ითხოვს
"მიხეილ სააკაშვილისპოზიცია არის ცალსახა - ან უნდა დაასწრონ სასამართლო პროცესს ან, უკიდურეს შემთხვევაში, დისტანციურად დასწრების საშუალება მისცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატეგორიულად აცხადებს, რომ თუ ასეთი ტიპის სასამართლო პროცესები არ გაიმართება, მას წაერთმევა სამართლიანი სასამართლოს უფლება "- ამ გზავნილით დატოვა საქართველოს მეასამე პრეზიდენტის პალატა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლოს პოზიცია და შემდგომი პროცესების შესახებ ინფორმაცია მივაწოა.
მომდევნო პროცესზე განიხილება ორი ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობა. რომ ან გადავადდეს სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან. 6-7 თვეა ამ პროცესში ვართ ჩართული. მეორე შუამდგომლობა იქნება იმაზე, რა მოთხოვნები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა უწყებებთან და რა ტიპის მოთხოვნებზე არ გვაქვს პასუხი.
ჩვენ რომ მიგვეღო პასუხები წერილებზე, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში ვაგზავნიდით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს თავად იუსტიციის სამინისტრო დააყენებდა", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.