სიკვდილის პირასაა - ამას ამბობს ყველა ექიმი, ვინც ჩემი შვილი გასინჯა - გიული ალასანია
სიკვდილის პირასაა, ასე ამბობს ყველა ექიმი, ვინც ჩემი შვილი გასინჯა - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ განაცხადა.
გიული ალასანია ითხოვს, არ გაიწელოს მისი შვილის სასჯელის გადავადების პროცესი, რადგან ყველაფერი შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულდეს.
პოზიცია იმისი, ჩემი, ყველა ახლობლის, არის ის, რომ ეს არ უნდა გაწელილიყო, ეს არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი, იმიტომ რომ ყველა წუთში შეიძლება, დამთავრდეს ფატალურად. ეს არაერთხელ ითქვა. წეღან ვისმენდი "ამერიკის ხმას", ტოქსიკოლოგის აზრს ვისმენდი ქართულ ენაზე. ადამიანი ამბობს, რომ არის პაციენტი სიკვდილის პირას. ვერ გავიგე ეხლა, ყველა ექიმი ვინც ჩემი შვილი გასინჯა, ყველა ერთხმად ამას ამბობს, - განაცახადა გიული ალასანიამ.
სასამართლო პროცესი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე უნდა ემსჯელა, დღეს გადაიდო.
პროცესი 14 დეკემბერს ჩაინიშნა.