14 დეკემბერი, "ვივა მედის" პალატა - 7 თვიანი იზოლაციის შემდეგ სააკაშვილი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგება

09.12.22 18:57
 14 დეკემბერი, "ვივა მედის" პალატა - 7 თვიანი იზოლაციის შემდეგ სააკაშვილი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგება

7 თვიანი იზოლაციის  შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 14 დეკემბერს ,,ვივა მედის" პალატიდან დისტანციურად პირველად წარსდგება საჯაროდ საზოგადოების წინაშე.

მძიმე მდგომარეობის გამო დღეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში არ გაუშვეს. მისი პროცესი მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა 5 დღით გადადო. მიზეზი ვრცელი მასალების გაცნობაა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, 14 დეკემბრამდე უნდა მოესწროს ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარება, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე დისტანციურად წარსდგეს.

პოლიტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ სასამართლო შეგნებულად აჭიანურებს პროცესს. სწორედ ამას ემსახურება კიდევ 5 დღით სასამართლო განხილვების გადადება. ახლა ყოველი დღე სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საათობრივად უარსდება და უკვე  ექიმებიც კი ვერ აკეთებენ პროგნოზს, რა პროცესები შეიძლება, განვითარდეს პატიმარი პრეზიდენტის ორგანიზმში.

უფრო ვრცლად იხილეთ ნანუკა ქაჯაიას სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები