"ოცნება" მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს ხელს აწერს - ხალხი პრეზიდენტის გადასარჩენად გაერთიანდა

09.12.22 19:10
 "ოცნება" მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს ხელს აწერს - ხალხი პრეზიდენტის გადასარჩენად გაერთიანდა

თამაში ადამიანის სიცოცხლით - ყველა, ვინც დღეს საქალაქო სასამართლოსთან  მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მივიდა, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება პროცესს განზრახ აჭიანურებს. მიზანი კი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებაა. "ეს არის სასიკვდილო განაჩენი" - ასე შეაფასა ხალხმა სააკაშვილის საქმეზე პროცესის გადადება.

"უმოქმედობა კლავს" - ამბობდა დღეს ხალხი სასამართლოს ეზოში და არ მალავდა უკმაყოფილებას პოლიტიკოსების მიმართ. იმ პოლიტიკოსების,  ვისგანაც ელოდებიან  პროტესტს და მოქმედებას.

"ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ადამიანების ძალა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში  ხელს მოაწერენ მესამე პრეზიდენტის სიკვდილს"  - ეს იყო სასამართლოს ეზოში შეკრებილების ერთ-ერთი სათქმელი.

 "არ გვინდა მოკლან პრეზიდენტი!" - ხალხის გზავნილი ხელისუფლებას - ვრცლად, ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში

 

 

მსგავსი სიახლეები