დედის გინება ,,ოცნების" ლიდერისგან - მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცს უხამსი შეტყობინებები გაუგზავნა
დედის გინება და მუქარა უმრავლესობის ლიდერისგან. მამუკა მდინარაძემ თმენის ვალდებულებაზე უარი თქვა და უკრაინაში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცს უხამსი შეტყობინებები გაუგზავნა. მისი მიმოწერა სამხედროსთან სოციალურ ქსელში გავრცელდა. ქართველი მებრძოლები წყობიდან მდინარაძის იმ განცხადებებმა გამოიყვანა, სადაც ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მათ მოქალაქეობის ჩამორთმევით დაემუქრა.
უკრაინიდან მიღებული ტექსტური შეტყობინებების შემდეგ პოლიტიკოსს ნერვებმა უმტყუნა და დედის გინებაზე გადავიდა.