ვინ არის მტერი კობახიძისთვის? - კითხვა, რომელმაც "ოცნება" გააშიშვლა

09.12.22 20:22
ვინ არის მტერი კობახიძისთვის? - კითხვა, რომელმაც "ოცნება" გააშიშვლა

ვინ არის მტერი - ამ კითხვაზე ირაკლი კობახიძის გუშინდელი სკანდალური პასუხის შემდეგ "ოცნების" თავმჯდომარემ დღეს არჩია, რომ სულ გაჩუმებულიყო.

კობახიძე ან აღარ თვლის საჭიროდ, ამ თემაზე ისაუბროს, ან საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ უბრალოდ დუმილი ამჯობინა.  

პარტიის დანარჩენი ლიდერები კი დაიმალნენ. დღეს  პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე რიგითი  დეპუტატი გამოჩნდა და ისინიც ჩუმად იყვნენ. 

"ოცნების" წევრები ახლა მძიმე არჩევანის წინაშე დგანან, ან უნდა  გაამართლონ კობახიძე, რაც მათ პოლიტიკურ იმიჯს დააზიანებს, ან თქვან, რომ რუსეთი მტერია და  პარტიის შეფს  დაუპირისპირდენენ. 

რატომ გახდა აქტუალური კითხვა - ვინ არის საქართველოს მტერი? მიზეზი მხოლოდ ირაკლი კობახიძის პასუხია. 

თუკი ამდრომდე ხელისუფლება სიტყვით მაინც ცდილობდა, საზოგადოება ეროვნული ინტერესების დაცვაში დაერწმუნებინა, ყველაზე ეროვნულ საკითხზე ყოყმანმა მათი რეალური პოზიცია გამოავლინა.

"ოცნების" პოზიცია ოპოზიციაში ბევრს არ გაკვირვებია.  პოლიტიკოსები ამბობენ, რომ კობახიძე მტრის არცნობით და მოყვრის გმობით, კონფლიქტში შევიდა მოქალაქეებთან და მათ შორის საკუთარ ამომრჩეველთან, ვისაც შესაძლოა,  "ოცნების" პრორუსობაში ისევ ეპარებოდა ეჭვი.

ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობას მკაფიო პასუხი აქვს. ბოლო გამოკითხვებით, მოქალაქეებისთვის საორჭოფო არ არის საკითხი, თუ ვინ არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი.

ვრცლად იხილეთ რუსუდან დუმბაძის სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები