მთელი სახელმწიფო ივანიშვილის ბიზნესის სამსახურში - გაშიფრულია ოლიგარქის საეჭვო ინტერესები

09.12.22 19:29
მთელი სახელმწიფო ივანიშვილის ბიზნესის სამსახურში - გაშიფრულია ოლიგარქის საეჭვო ინტერესები

მთელი სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილის ბიზნესის სამსახურში - მას შემდეგ, რაც ოლიგარქმა  აბასთუმანში საკუთარი ეკონომიკური  ინტერესები გაასაჯაროვა, სახელმწიფომ კურორტზე კოლოსალური რაოდენობის მიწა გაყიდა. მყიდველები კი ან "ქართულ ოცნებასთან"  დაკავშირებული  სუბიექტები არიან, ან  პირადად ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები.

ოლიგარქის დაინტერესების შემდეგ, საჯარო უწყებებმა აბასთუმანში 250 მილიონის პროექტები განახორციელეს, რითაც მხოლოდ  ივანიშვილი სარგებლობს.

ფული ბიუჯეტიდან იხარჯება იმისთვის, რომ მომავალში ოლიგარქი კიდევ უფრო გამდიდრდეს. მხოლოდ აბასთუმანიც კი საკუთესო მაგალითია იმის დასამტკიცებლად, როგორ იყენებს ოლიგარქი მთელ სახელმწიფო რესურსს  იმ გარემოს გაუმჯობესებლად, სადაც პირად ბიზნესპროექტებს ახორციელებს.

ვრცლად იხილეთ ანა მდივანის სიუჟეტი

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები