ომბუდსმენის პოსტი ვაკანტურია - ,,ოცნება" კი ახალი კანდიდატის შერჩევას არ ჩქარობს
როდის აირჩევენ ახალ სახალხო დამცველს. დღეიდან ომბუდსმენის პოსტი ვაკანტურია, თუმცა ,,ქართული ოცნება" ახალი კანდიდატის შერჩევასა და ოპოზიციასთან კონსულტაციებს არ ჩქარობს.
არ არის გამორიცხული, მმართველმა გუნდმა საკითხი კენჭისყრაზე უახლოეს დღეებში მაინც გაიტანოს, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე 90 ხმას ვერ მოაგროვებს.
სულ კენჭისყრაზე 8 კანდიდატის საკითხი დადგება, მათგან გიორგი ბურჯანაძესა და ანა აბაშიძეს ოპოზიციის მხარდაჭერა აქვთ. ვისკენ იხრება ,,ქართული ოცნება", ჯერ უცნობია.