სისტემას გავლენიანი ჯგუფი აკონტროლებს - სასამართლო კლანის მხილება საქართველოს პარლამენტში
სასამართლო კლანის მხილება საქართველოს პარლამენტში - გიორგი ბურჯანაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ხუთი კანდიდატიდან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც არ მორიდებია, "ოცნებისთვის" საჯაროდ ეთქვა, რომ სისტემას მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი აკონტროლებს. მმართველმა პარტიამ კი თავის მართლების ნაცვლად ისევ თავდასხმის გზა აირჩია.
ამჯერად "ოცნების" სამიზნე კრიტიკული მედია და ელჩი დეგნანი აღმოჩნდა. დეპუტატებმა სწორედ ჟურნალისტები და ამერიკელი დიპლომატი დაადანაშაულეს მოსამართლეების წინააღმდეგ ზეწოლასა და შანტაჟზე.
თურმე თუ მოსამართლეს სახლთან დახვდება რეპორტიორი და კითხვებს საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე დაუსვამს, ეს მისი დისკრედიტაციის მცდელობა ყოფილა. ამერიკის ელჩს კი ამავე სხდომზე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლესთან შეხვედრა გაუხსენეს.