ზოგ ექიმს აქვს ანაზღაურება თვეში 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 ათასი ლარი - ტიკარაძე

28.04.21 17:36
ზოგ ექიმს აქვს ანაზღაურება თვეში 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 ათასი ლარი - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ექიმების ანაზღაურებაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ექიმების შრომითი ანაზღაურება  არასამართლიანია. 

ეს შეიძლება იყოს ძალიან მოულოდნელი, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა იყოს განცხადებულიც, ვინაიდან ამის ვალდებულებაც გამაჩნია. ჩვენი ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული, ზოგიერთ ექიმს აქვს ანაზღაურება თვეში 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 ათასი ლარი. რამდენად სამართლიანი არის ალბათ დამემოწმებით რომ ეს არის უსამართლო, ეს არ არის მხოლოდ ექიმის კვალიფიკაციაზე დაყრდნობილი, ეს გარემო არის ყურადღება მისაქცევი და შესაბამისი ღონისძიებები არის მისაღები. 300 ლარიან ექიმსაც აქვს უფლება ის ხალათი რომელიც აცვია ღირსეულად ეცვეს, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა

მსგავსი სიახლეები