პასუხი კალაძეს - აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე ბანერი, "თბილისი - სოლიდარობის ქალაქი" გაშალეს

09.12.22 20:36
პასუხი კალაძეს - აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე ბანერი,  "თბილისი - სოლიდარობის ქალაქი" გაშალეს

მოვლენათა ეპიცენტრი თავისუფლების მოედანია - სამოქალაქო აქტივისტებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, "მშვიდობის ქალაქის" წარწერასთან, ახალი ბანერი "თბილისი - სოლიდარობის ქალაქი" - გაშალეს.

მოქალაქეები მერიის საახალწლო სლოგანს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება მოძმე უკრაინელების წინაშე არაეთიკურად იქცევა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პარალელურად,  პარლამენტის წინ დედაქალაქის მერმა მტავარი ნაძვის ხე აანთო. 

 

 

მსგავსი სიახლეები