სააკაშვილი სიკვდილის პირასაა, ტოქსინები მის ორგანიზმს ისევ ჭამს - ექიმი სმიტი

09.12.22 22:20
სააკაშვილი სიკვდილის პირასაა, ტოქსინები მის ორგანიზმს ისევ ჭამს - ექიმი სმიტი

ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის წევრი, ტოქსიკოლოგი 50 წლიანი სტაჟით, დეივიდ სმიტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგანაშო ინფორმაციას ავრცელებს. 

ამერიკელმა მედიკოსმა მიხეილ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ანალიზის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 

ტოქსიკოლოგი სააკაშვილის სასწრაფო დეტოქსიკაციის აუცილებლობაზეამახვილებს ყურადღებას. 

"ის სიკვდილის პირასაა. ტოქსინები მის ორგანიზმს ისევ ჭამს, ამიტომ საჭიროა მისი გადაყვანა ისეთ დაწესებულებაში, სადაც იციან როგორ აწარმოონ დეტოქსიკაცია",- აცხადებს დევიდ სმიტი.

დეივიდ სმიტის ინერვიუ ნახეთ შემდეგ ბმულზე

მსგავსი სიახლეები