სააკაშვილის ექსპერტიზის ფოტოები, რომელიც კლინიკაში 29 აგვისტოსაა გადაღებული - (ფოტორეპორტაჟი)
პირველები ასაჯაროვებს ფოტოებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალებში დევს. ეს ფოტოები ექსპერტიზის დროს 2022 წლის 29 აგვისტოსაა გადაღებული. ფოტოების თავსედაბადი ინფორმაციის თანახმად ყველა ფოტო, 2022 წლის 29 აგვისტოს 14 საათით თარიღდება.
მიხეილ სააკაშვილის მეგობრების ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა ამ ფოტოების გადაღებიდან დღემდე ანუ სამ თვენახევრის განმავლობაში, საგრძნობლად დამძიმდა და მესამე პრეზიდენტმა 15 კილოგრამი დაკარგა.
ფოტოებზე, რომელიც ექსპერტიზის დროს, კლინიკა ვივა მედში გადაიღეს ჩანს დაზიანებები ფეხის ტერფის არეში.