პაპუაშვილის პირველი კომენტარი სააკაშვილის გავრცელებულ ფოტოებზე, რომელიც 29 აგვისტოსაა გადაღებული

10.12.22 12:57
პაპუაშვილის პირველი კომენტარი სააკაშვილის გავრცელებულ ფოტოებზე, რომელიც 29 აგვისტოსაა გადაღებული

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლოზე ზეწოლა არავინ მოახდინოს. 

პაპუაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ ფოტოებზე, რომელიც , კლინიკაში 29 აგვისტოსაა გადაღებული და აღნიშნა, რომ ფოტოებს ექსპერტის თვალით ვერ შეხედავს.

"ჩემი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, არავინ მოახდინოს სასამართლოზე ზეწოლა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერიოს. მეორე არ მოხდეს მანიპულაცია და დეზინფორმაცია სხვადასხვა სახის ინფორმაციის გავრცელებით.
მე ეს ფოტოები ვნახე, მაგრამ ვერაფერს გეტყვით. ექსპერტის თვალით ვერ შევხედავ. მე არ მაქვს შესაძლებლობა, რომ განვსაზღვრო როგორ გამოიყურება ადამიანი. ამ საკითხებზე მსჯელობა სასამართლოს და სამედიცინო სფეროს კომპეტენციაა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები