სააკაშვილის ციხეში ყოფნა წამებით სიკვდილის განაჩენია, ეს პუტინის ერთადერთი გამარჯვებაა - მარგველაშვილი

10.12.22 13:21
სააკაშვილის ციხეში ყოფნა წამებით სიკვდილის განაჩენია, ეს პუტინის ერთადერთი გამარჯვებაა - მარგველაშვილი

წამებით სიკვდილის განაჩენი - ასეთია საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის შეფასება მესამე პრეზიდენტზე. 

გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ პუტინის პირად პატიმარს საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ანადგურებს. სააკაშვილის პატიმრობა მარგველაშვილს უჩენს განცდას, რომ ეს პუტინის ერთადერთი გამარჯვებაა. 

„საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა არის უვკე განაჩენი, მისი წამებით მოკვდინებისა. ასეთი განაჩენი უკანონოა, რადგან ასეთ განაჩენს ვერცერთი სასამართლო ვერ გამოიტანდა. ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც წყდება ჩვენი რეგიონის ბედი, ჩვენ, პუტინის მიერ დასახელებულ პირად მტერს გამოვუტანთ წამებით განაჩენს. აი ამ არჩევანის წინაშე დგას დღეს საქართველო. მე არ ვიცი როგორ აზროვნებს ივანიშვილი დღეს-დღეისობით, მაგრამ ერთ ფაქტორს არ გამოვრიცხავ, ივანიშვილიც ისეთივე ტყვეა პუტინისა, როგორც ბევრი რუსი ოლიგარქი. ერთადერთი წარმატება რაც აქვს პუტინს ბოლო 6 თვის განმავლობაში, ეს არის სააკაშვილის წამება“ . - ამბობს მარგველაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები