საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში წამებით სიკვდილი არავის არ ჩაუწერია - მარგველაშვილი

10.12.22 13:35
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში წამებით სიკვდილი არავის არ ჩაუწერია - მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ პატიმრების მიმართ ხშირად გამოუყენებია სასჯელის გადავადების ფორმა.

მისი თქმით, როდესაც ასეთი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაა, როგორიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, აუცილებლად უნდა გადავადდეს სასჯელი.

გიორგი მარგველაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილს წამებით კლავენ და მისი თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში წამებით სიკვდილი არავის არ ჩაუწერია.

"მე მქონდა ასეთი უფლება და მართლა ბოროტმოქმედების მიმართ გამომიყენებია, როდესაც ისინი იყვნენ ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში. ასეთი ფორმა არის, ერთი წლით უშვებ, უვადებ სასჯელს, არა უუქმებ, უვადებ და გამომიყენებია იმ პირების მიმართ, რომლებზეც ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დამნაშავეები არიან. მაგრამ, როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე ვითარებაშია, შენ მას შეგიძლია გადაუვადო სასჯელი მარტო იმიტომ, რომ სასჯელი სწორად აღსრულდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში წამებით სიკვდილი არავის არ ჩაუწერია", - ამბობს მარგველაშვილი.

მსგავსი სიახლეები