„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენი აჯანჯღარა ეს ქვეყანა, რომ საბოლოო ჯამში თავად მოიშალნენ - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ რაც თავად სურდათ ქვეყნისთვის, ის პარტიის შიგნით დაემართათ.
"ოცნების" ლიდერის თქმით, მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მოსახლეობის ინტერესებს და დემოკრატიის პრინციპებს აცდენილები არიან.
„რაც უნდოდათ მათ გაეკეთებინათ საკუთარი ქვეყნისთის, დაემართათ თავიანთ პარტიაში. ეს არის ლოგიკური დასასრული იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც მათ აქვთ. მათ იმდენი აჯანჯღარეს ეს ქვეყანა, რომ საბოლოო ჯამში, თავად მოიშალნენ. რაც შეეხება არჩევნებს, თუ ვის აირჩევენ, პრობლემაა არა ხელმძღვანელობაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ პრობლემაა იმაში, რომ ისინი ყველანაირად აცდენილები არიან როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე ელემენტარული დემოკრატიის პრინციპებს“. - ამბობს პაპუაშვილი.