ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციასთან არაოფიციალურ შეხვედრას მართავს

28.04.21 17:58
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციასთან არაოფიციალურ შეხვედრას მართავს

"პირველების" ინფორმაციით, ამ წუთებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოპოზიციის წევრებთან არაოფიციალურ შეხვედრას მართავს. 

ლანდსბერგს კითვები სავარაუდოდ პოლიტიკურ კრიზისზე ექნება და ხელისუფლების ოპონენტების აზრს მოისმენს. 

მანამდე მან, ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. 

გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისშიც ჩავა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.