სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია, „ენმ“ უმოქმედობიდან მოქმედებაზე უნდა გადავიდეს - გიორგი კაპანაძე
"ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა ახლოვდება.
წესით, ხვალ უნდა გადაწყდეს, როდის დაინიშნება შიდა პარტიული არჩვენები.
მოახლოებულ სხდომამდე ერთი დღით ადრე, მოქმედებაზე გადადის გიორგი მუმლაძის გუნდის წევრი გიორგი კაპანაძე, რომელმაც ნიკა მელია უმოქმედობაში პირდაპირ დაადანაშაულა.
"მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე არის გადასარჩენი, ამისთვის მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობა“ უმოქმედობიდან გადავიდეს მოქმედებაზე და გახდეს უფრო ბრძოლისნაირი, რისი რესურსიც, როგორც გუშინდელმა დღემ აჩვენა, მოქმედ თავმჯდომარეს არ აქვს. მოვუწოდებ, ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრებს, რომ ხვალიდნელ სხდომაზე, უმოკლეს დროში, ჩანიშნონ თავმჯდომარის არჩევნები. მეგობრებო, ჩვენ არ ვიბრძვით თანამდებობისთვის. ჩვენ ვიბრძვით მესამე პრეზიდენტის გადარჩენისათვის და გამარჯვებისათვის“. - ამბობს გიორგი კაპანაძე.