სასამართლოზე სააკაშვილის მკურნალი ექიმი "ვივამედიდან", თამარ დავარაშვილი დაიკითხება

10.12.22 15:17
სასამართლოზე სააკაშვილის მკურნალი ექიმი "ვივამედიდან", თამარ დავარაშვილი დაიკითხება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით, „ვივამედში“ მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი დაიკითხება.

ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში სააკაშვილის პალატაშია შესული. 

„ჩვენს მოწმეებს შორის არის სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი. მან უნდა უთხრას სასამართლოს, რომელი პრეპარატები იყო გამოყენებული, იყო თუ არა მიზნობრივად გამოყენებული და გამოიწვევდა იმ შედეგს ამ პრეპარატებსი გამოყენება, რომელიც დღეს მივიღეთ ამ დაავადებების სახით“. -ამბობს გელბახიანი.
 

მსგავსი სიახლეები