რას სთხოვს და ურჩევს დეგნანი ამერიკაში წასვლის მსურველ ქართველებს

10.12.22 16:48
რას სთხოვს და ურჩევს დეგნანი ამერიკაში წასვლის მსურველ ქართველებს

კელი დეგნანი ამერიკაში წასვლის მსურველ ქართველებს ურჩევს, რომ აშშ-ში კანონიერად წავიდნენ და არალეგალურ გზებს არ მიმართონ, რადგან, მისი თქმით, ეს ძალიან საშიშია და თან მეორედ ჩასვლის შანსსაც სპობს.

შეერთებული შტატების ელჩის სთქმით, პანდემიიდან გამომდინარე ვიზების გაცემა შეჩერებული იყო, თუმცა ის უკვე აღდგა. 

"უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით. ეს არის ძალიან საშიში და ამავდროულად არაკანონიერი. ამასთანავე ეს გართმევთ შანსს მეორედ ჩაბრძანდეთ ამერიკაში უკვე ლეგელურად. როდესაც ასეთი გზით შედიხართ აშშ-ში ითვლება, რომ იმყოფებით არალეგალურად და ხშირ შემთხვევაში ხდება დეპორტაცია. რაც შეეხება ვიზის საკითხს, ის პანდემიის გამო იყო შეჩერებული. ის აღდგა და ვიზის გაცემის პროცესი მიმდინარეობს,"- განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა. 

მსგავსი სიახლეები