პოლიტსაბჭოს ხვალ მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხები აქვს განსახილველი - ბაჩო დოლიძე
"ნაციონალურ მოძრაობაში" ხვალ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების თარიღი უნდა დასახელდეს.
პარტიის წევრის ბაჩო დოლიძის თქმით, პოლიტსაბჭოს ხვალ მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხები აქვს განსახილველი.
დოლიძე ასევე მხარდამჭერებს მიმართავს და ამბობს, რომ სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, რომელი კანდიდატი უფრო ეფექტური იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით ბრძოლისთვის, ისე ქვეყნის გარეთ.
პოლიტსაბჭოს ხვალ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი და კენჭი უნდა უყაროს ძალიან პრინციპულ საკითხებს. პირველი, როგორი არჩევნები იქნება - იქნება ფარული თუ ღია, შეძლებს თუ არა ყველა ერთმანეთის ხმის კონტროლს და მეორე, რა პლატფორმით იქნება არჩევნები ჩატარებული - ეს იქნება ბლოქჩეინი, თუ ეს იქნება ფეისბუკი. ამ თვალსაზრისით წინასწარ საუბარი არ მინდა. დაველოდოთ პოლიტსაბჭოს. დაწყებულია უკვე კაპმანია და დასრულდება და ჩვენმა მხარდამჭერებმა გადაწყვიტონ, ვინ უფრო ეფექტური იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით ბრძოლისთვის, ისე ქვეყნის გარეთ“, - ამბობს აბჩო დოლიძე.