ომბუდცმენის არჩევისას კენჭისყრა თუ წარუმატებლად დამთავრდა, პროცედურები თავიდან დაიწყება - სარჯველაძე
„ქართული ოცნება“ ოპოზიციის წინააღმდეგ და ოპოზიცია „ოცნების“ წინააღმდეგ. სახალხო დაცმველის არჩევის საკითხი სულ უფრო დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.
სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ ნაბიჯი ისევ ოპოზიციამ უნდა გადადგას, წავიდნენ დათმობაზე და მოერგონ მმართველი გუნდის სურვილებს.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, თუ კენჭისყრა თუ წარუმატებლად დამთავრდა, პროცედურები დაიწყება თავიდან.
„ბუნებრივია მესმის, რომ შეიძლება განსხვავებული იყოს პრიორიტეტები, მაგრამ აქ შერჩევადია ისეთი კანდიდატი, რომელიც კონსენსუსის შედეგად ყველასთვის მეტნაკლებად იყოს მისაღები. შესაბამისად, ამის შესაძლებლობას ვფიქრობ სია და ჩამონათვალი ამ კანდიდატებისა ნამდვილად იძლევა. უბრალოდ აუცილებელია, ყველა კონსტრუქციულად იყოს განწყობილი და მოლაპარაკების პროცესში შემოვიდნენ არა ულტიმატუმით, არამედ იყვნენ მზად იმისთვის, რომ გარკვეული გონივრული გამოსავალი იქნას მონახული. კენჭისყრა თუ წარუმატებლად დამთავრდა, პროცედურები დაიწყება თავიდან“. - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.