ივანიშვილის ძმა საბავშვო ბაღებს ანგრევს და კორპუსს აშენებს

10.12.22 20:48
ივანიშვილის ძმა საბავშვო ბაღებს ანგრევს და კორპუსს აშენებს

ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე საბავშვო ბაღს ანგრევს. დედაქალაქის ცენტრში მდებარე მწვანე სივრცეს და ორ სართულიან საბავშვო ბაღს მალე 28 მეტრიანი შენობა ჩაანაცვლებს. 

ირკვევა, რომ 2458 კვადრატული მეტრი ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის ძმამ ხელში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ნაწილ-ნაწილ ჩაიგდო.

ალექსანდრე ივანიშვილს საბავშვო ბაღის დანგრევის და მწვანე ეზოს ნაცვლად კორპუსის აშენების უფლება კახი კალაძის მერიამ 2021 წელს მისცა.

ოლიგარქის ძმა "შაბათის ეთერის"კითხვებს გაექცა,  ალექსანდრე ივანიშვილის პროექტს მშენებლობას პრაქტიკულად კორპუსების შიდა ეზოში ხალხი ეწინააღმდეგება, საჩივარიც დაწერეს, მაგრამ შედეგი ის არის რომ შედეგი არაფერია. 

" data-width="auto">

 


 

მსგავსი სიახლეები