ვინ მოწამლა სააკაშვილი? - ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტის ბიძასთან

10.12.22 21:22
ვინ მოწამლა სააკაშვილი? - ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტის ბიძასთან

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - დიდი ხნის დუმილის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს. 

პრეზიდენტის ბიძა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ მოწამლეს. 

მისი განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლამდე, ორი კვირით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა გეგმიური სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და მის ანალიზებში ყველაფერი წესრიგში იყო. 

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ეს არ მომხდარა მის ციხეში შესვლამდე. შემოწმებული იყო 2-3 კვირით ადრე, წლიური შემოწმება გაიარა და იყო სრულიად ჯანმრთელი. ამ პირობებში, ციხის თუ ციხის სავადმყოფოს, თუ შემდგომ გორის, შემდგომ "ვივა-მედის" და ასე შემდეგ, ამ პირობებში მოხდა ეს (მოწამვლა)"- ამბობს ალასანია. 

მისი თქმით, ადამიანის ორგანიზმში დარიშხანი და ვერცხლის წყალი შემთხვევით ვერ ხვდება. ალასანია აღნიშნავს, რომ მძიმე მეტალები სააკაშვილის ორგანიზმში ხელოვნურადაა შეყვანილი. 

მესამე პრეზიდენტის ბიძის  თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. 

 

 

მსგავსი სიახლეები