ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტის ბიძასთან - "სააკაშვილს უმტყუნეს"

10.12.22 21:47
ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტის ბიძასთან - "სააკაშვილს უმტყუნეს"

უღალატეს თუ არა მისიანებმა მიხეილ სააკაშვილს - მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ "მიხეილ სააკაშვილის მოტყუებას ცდილობდნენ". 

აქვე ალასანია ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა ტავად მიიღო და მიუხედავად მძიმე სურათისა ის ამას არ ნანობს. 

მიშას ვეუბნებოდი, არ წახვიდე მეთქი, მაგრამ ჩემი არგუმენტები არ აღმოჩნდა საკმარისი. მისი გადაწყვეტილება ეთიკური და მორალური იყო. მას ჰქონდა არაჩვეულებრივი პატრიოტული გრძნობა. ავადმყოფურ მდგომარეობამდე მიუსლი ნოსტალგია, ქვეუნისადმი და ხალხისადმი. იცოდა, რომ ქვეყანა იღუპებოდა და გამოგხიზლება უნდოდა"- თქვა მან. 

თემურ ალასანია, იმ ადამიენბს მიმართავს, ვინც მისი თქმით პრეზიდენტის მოტყუებას ცდილობდა. სააკაშვილის ოჯახის წევრი მათ "დაწყნარებისკენ"  მოუწოდებს. 

ამასთან ალასანია ღალატის შესახებ მიანიშნებს და მათ დროებით "თანამგზავრებს" უწოდებს: 

ვერავინ მოატყუეთ, თქვენი ტყუილები დარჩა თქვენთან. მიშამ გადაწყვეტილება მიიღო, განა იმიტომ რომ თქვენ მოატყუეთ, არამედ თვითონ უნდოდა ასე. დროებითი თანამგზავრების საკითხი კი შესასწავლია - ესენი არიან ბევრნი,  ეს არ არის ერთი, ორი და სამი კაცი. რამდენიმე თაობის წარმომადგენლები არიან - ისინი, ვინც მასთან ერთად დაიწყო, ვინც შემდგომში იბრძოდა მასტან ერთად, 2016-20 წლებში და ისინი ვინც ახლა დარჩა, აი ახლა, როცა სიტუაცია გამოიცვალა და ის არის მსჯავრდებული"- განაცხადა ალასანიამ. 

 

 

მსგავსი სიახლეები