ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად - GDI

28.04.21 18:17
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად - GDI

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" "ქართული ოცნების" ინიციატივით პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე სანქციები მკაცრდება.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად"- აცხადებენ ორგანიზაციაში. 

GDI ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხილვას, რომელიც ითვალისწინებს სანქციის გამკაცრებას წვრილმან ხულიგნობაზე და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. მიგვაჩნია, რომ არ არსებობს სანქციის გამკაცრების ლეგიტიმური საფუძველი და მისი ერთადერთი მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა"- წერს ორგანიზაცია. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები