კალაძის საეჭვო გარიგებები - ჟურნალისტური გამოძიება
თბილისის მერის, კახა კალაძის კიდევ ერთი საეჭვო გადაწყვეტილება - შაბათს ეთერის" ინფორმაციით, თბილისში, 37 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ნაფეტვრების ტერიტორიაზე, მშენებლობის გაზრდილი კოეფიცინეტით, მერის ყოფილ თანაგუნდელს გიორგი ტვილდიანს გადაეცა.
დაახლოებული გიორგი ტვილიდიანი სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობას გეგმავს.
გიორგი ტვილდიანი კახი კალაძისთვს რიგითი ადამიანი არ არის, მათი ახლო კავშირი, დოკუმენტებით დასტუდება, კალაძემ 2021 წელს ტვილდიანს დედაქალაქის განვითარების ფონდი ჩააბარა და მის შეფად დანიშნა, თბილისის განვითარებს ფონდის ხელშია, ძველი თბილისში მასშტაბრი მშენებლობები ჩააბარა.
როგორ მიიღო გიორგი ტვილდიანმა ნაფეტვრებში, სახელმწიფოს კუთვნილი 37 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, გაორმაგებული ფართის მშენებლობის უფლებით? ტვილდიანი ზემო ვერაზე 4124 კვადრატული მეტრი ტერიტორიის მფლობელი იყო. 2018 წლის 23 მაისს თბილისის მერიას წერილით მიმართა, რომ 1999 წელს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის ეპოქაში, მის კომპანას მთაწმინდის ფერდზე, 2-3 სართულაინი ბინების აშენების უფლება მისცეს, თუმცა შემდეგ , ეს უფლება შეუზღუდეს, მიწის ნაწილი სხვაზე გადაყიდა, ამ გარემოებეის გამო კი მერიას სთხოვაა, თითქმის ათჯერ უფრო დიდი ნაფეტვრებში და კიდევ სასტუმროს ასაშენებელი მიწა ავლაბაში სამებასთან ახლოს. მერიამ 1999 წელეს გაცემული მშენებლობის ნებართვის გათვალისწინებით მოთხოვნა დაუკმაყოფილა.