შეძლებენ თუ არა შეთანხმებას მელია-ხაბეიშვილის ფლანგები - ენმ-ში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

11.12.22 11:52
შეძლებენ თუ არა შეთანხმებას მელია-ხაბეიშვილის ფლანგები - ენმ-ში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

შეძლებენ თუ არა შეთანხმებას - "ნაციონალურ მოძრაობაში" 15:00 საათზე გადამწყვეტი შეკრებაა დაანონსებული. ყველაზე დიდი ოოპოზიციური პარტიის პოლიტიკური საბჭოს დიდი გამოწვევის წინაშეა. სწორედ დღეს უნდა გადაწყდეს შიდა პარტიული არჩევნების თარიღი და ფორმატი, თუმცა გამორიცხული არ არის შეთანხმება ვერ შედგეს.

ნიკა მელიას ფლანგი მიიჩნევს, რომ ახლა წინა პლანზე მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხია და ამიტომ, არჩევნები უნდა გადაიდოს. ამასთან, ენმ-ს წევრი ნუგზარ წიკლაური გამოეხმაურა თავმდჯომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი მუმლაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნიკა მელიას მმართველობის პირობებში პარტია სათანადოდ ვერ აქტიურობს. წიკლაური პირდაპირ ამბობს, რომ გიორგი მუმლაძე  აღნიშნული თანამდებობისთვის შეუფერებელი კანდიდატია.

ამ პოლიტსაბჭოს მოწვევა ჩვენ გვიწევს ძალიან არაორდინალურ ვითარებაში და ეს განპირობებულია ჩვენი ზოგიერთი მეგობრის  უპასუხისმგებლლობით, როდესაც ინიცირება მოახდინეს ამ საკითხის მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან და მის სიცოცხლესთან დაკავშირებით არის ასეთი სერიოდული პრობლემები. ბატონ მუმლაძეს უნდა ქვეყანაში უდიდესი ოპოზიციური პარტიიის თავმდჯომარეობა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიდა აქტივისტის როლიდან და არც თუ ისე კარგი აქტივისტის როლიდან, - თქვა წიკლაურმა. 

სხვაგვარად ფიქრობს ხაბეიშვილის მხარე. მათი თქმით, ყველაფერი შიდა პარტიული პრობლემების მოგვარებით უნდა დაიწყოს.

მთავარი განსახილველი საკითხი, იქნება, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმედია, რომ მოვისმენთ ჩვენ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარისგან სამოქმედო გეგმას: რას აპირებს ის და რას აპირებს პარტია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ასევე, დღეს უნდა გახდეს, წესით, ცნობილი, როდის, რა წესით ტარდება პარტიის შიდა არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეიძ₾ება პარტია დარჩეს ამ ტურბულენტობაში, უმოქმედობაში და შიდა დაძაბულობები, რომელიც არსებობს, არ იქნეს მოხსნილი, იმიტომ, რომ ხვალ-ზეგ რა გადაწყვეტილებას მიირებს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილტან დაკავშირებით, ეს არავინ იცი, - თქვა ირაკლი ნადირაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები