ივანიშვილს სანქციების ყულფის ეშინია - სერგო ჩიხლაძე

11.12.22 12:02
ივანიშვილს სანქციების ყულფის ეშინია - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქონებებს სანქციების შიშით მალავს. საუბარია "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სკანდალურ სიუჟეტზე, რომლის თანახმადაც ოლიგარქმა 137 000 000 ლარიქ ქონება საკუთარ დისშილზე გადააფორმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ქმედებებს ქველმოქმედებასთან საერთო არაფერი აქვს და ადგილი მხოლოდ სახელმწიფოს მიტაცებას აქვს. 

ივანიშვილის კარზე ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამ ომში რუსეთი მარცხდება, რუსეთის გავლენები შემცირდება როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში და პლიუს, ეს სანქციების ყულფი, რასაც ჰქვია პრორუს ოლიგარქებზე, კრემლთან დაახლოებულ პირებზე, იზრდება. აი, ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და ქონებების კარგად გადასამალად, მათ მოიფიქრეს ახლა, ეს ახალი სქემები. არაფერი საერთო მის საქმინობას ქველმოქმედებასთან არ აქვს, ეს არის სახელმწიფოს მიტაცება, ინსტიტუციების მიტაცება, - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

მსგავსი სიახლეები