მისცემენ თუ არა კალაძეს პასუხისგებაში - მერიის თანამშრომლების სკანდალური ჩვენებები ვაკის პარკის საქმეში

11.12.22 13:30
მისცემენ თუ არა კალაძეს პასუხისგებაში  - მერიის თანამშრომლების სკანდალური ჩვენებები ვაკის პარკის საქმეში

რისთვის დააკავეს ვაკის პარკის საქმეზე "მშენექსპერტის" ხელმძღვანელი და ინსპექტორი - "პირველებმა" გაარკვია, რომ მერიის თანამშრომლების ჩვენებები გამოძიების ვერსიას თავდაყირა აყენებს.

სამართალდამცველებს კახა კალაძის თანამშრომლები უდასტურებენ, რომ ექსპერტებს ისინი შეცდომაში არ შეუყვანიათ, კარგად იცოდნენ, რომ შადრევანი სატესტო რეჟიმში მუშაობდა და ის ქსპლუატაციაში შესული არ იყო. მათი განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერა, ექსპლუატაციაში მიღებას არ ნიშნავს. 

რაც შეეხება ექსპერტებს, რომლებიც ახლა განსასჯელის სკამზე იმის გამო სხედან, რომ მათ, სავარაუდოდ, დოკუმენტაცია გააყალბეს და მერიის თანამშრომლები შეცდომაში შეიყვანეს, ამტკიცებენ, რომ არანაირი დანაშაული არ მიუძღვით. მათი თქმით, ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს, ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოების ფინანსური მონიტორინგი იყო. 

გამოძიება, ბრალდება ედავება ექპსერტებს, რომ მათ გასცეს დასკვნა, რომლიტაც შეცდომაში იყვნენ შეყვანილი მერიის თანამშრომლები, ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირები, ვინც  მირება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერენ და მერიის თანამშრომლები, გამოძიებაში იგივე კითხვებზე პასუხობენ, რომ  ისინი შეცდომაში არ არიან შეყვანილები და მათ კარგად იცოდნენ, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა, სიტყვასიტყვით ვიმეორებ მათ მიერ მიცემულ იდენტურ ჩვენებს, არ ნიშნავს ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლას.  არ ვიცი გამოძიება რას აკეთებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე, როგორც ადვოკატი, ყველაფერს ვაკეტებ, რომ ჩემინდ აცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა დავამტკიცო, - თქვა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა. 

ოპოზიცია კი რეალური დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენეტები ამბობენ, რომ კახა კალაძემ დაუსრულებელი შადრევანი პოლიტიკური პიარისთვის გახსნა. 

მსგავსი სიახლეები