Pfizer-ის მილიონი დოზა დღეს სიზმარი აღარ არის - ტიკარაძე
COVAX პლატფორმასთან ქვეყნის თანამშრომლობამ და განხორციელებულმა ნაბიჯებმა განაპირობა, რომ მილიონი დოზა Pfizer-ის მიღება სიზმარი აღარ არის - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან გააჟღერა. თუმცა, როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინებს, ამაზე მინისტრს დღეს არ უსაუბრია:
ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც საქართველოა, მხოლოდ 3 მონაწილეობს ამ ვაქცინის ვაქცინაციაში, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რაოდენ რთულია იმ ცივი ჯაჭვის და პირობების დაცვა, რომელიც ამ ვაქცინას ესაჭიროება და მწარმოებლის მხრიდან არის დათქმული... ვართ იმ მოლოდინის რეჟიმში, რომ გაჟღერებული მილიონი დოზა Pfizer დღესდღეობით აღარ არის სიზმარი. უკვე მიმდინარეობს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და თარიღების დაზუსტება, როდის იქნება ეს ვაქცინა ქვეყანაში ხელმისაწვდომი”, — ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
მინისტრი ამტკიცებს, რომ საქართველოს აქვს გარანტია, რომ უწყვეტად მიიღებს Sinopharm-ის ვაქცინის 350 ათას, Pfizer-ის ვაქცინის მილიონ და ასევე, Astrazeneca-ს 100 ათას დოზას.