ეს არის შეთანხმების იმიტაცია, რაც "ოცნებას" უნდოდა - ბურჯანაძე

28.04.21 23:29
ეს არის შეთანხმების იმიტაცია, რაც "ოცნებას" უნდოდა - ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, "ოცნებასა" და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას იმიტაციას უწოდებს. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების პროცესში ამნისტიის პუნქტი "ოცნებამ" მოიგო. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ტვ პირველზე, გადაცემა "პირველ ხაზში" ისაუბრა.

ეს არ არის შეთანხმება, ეს არის შეთანხმების იმიტაცია, რისი მიღწევაც უნდოდა "ქართულ ოცნებას" და "ოცნებამ" მოიგო არ ვიტყოდი, მაგრამ პროცესის ეს ნაწილი მოიგო დრო. ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც მოლაპარაკებებზე იყო წარმოდგენილი, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონოდა, მარტო ეს პარტიები რომ ყოფილიყვნენ, ილუზია ნურავის შეექმნებოდა, ყველანი რომ ერთად ვიდექით, ამან შექმნა ის რეალობა, რომ "ოცნება" მართლა ჩიხში აღმოჩნდა. ამის იგნორირება გააკეთეს ხელმომწერებმა, ნიკა მელიამ ციხეში ტელევიზიიდან გაიგო,  რომ ხელი მოაწერეს, შეცდნენ, იჩქარეს" - ამბობს ბურჯანაძე.

 

მსგავსი სიახლეები